ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრი ლიკვიდირებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრი ლიკვიდირებულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი რეგიონში მობილიზებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს შეხვდნენ და მათ გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს.
,,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს,ჩვენს გმირ მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც უმოკლეს ვადაში, ურთულეს რელიეფზე ძალიან რთული სამუშაო შეასრულეს, თავდაუზოგავად იბრძოლეს და უწყვეტი მუშაობის შედეგად შეძლეს ხანძრის ლიკვიდირება, მინდა მადლობა გადავუხადო და ვუსურვო შემდგომი წარმატებები" - განაცხადა დათო გოგუამ.
ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.