ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
პრეზენტატორებმა მოხალისეობის, იმუნიზაციისა და ვაქცინაციის მნიშვნელობასა და იმ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელიც ჰელფინგ ჰენდის ორგანიზებით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იმართება.
პროექტს ,,ჰელფინგ ჰენდი’’ იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციასთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდისა და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.