ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია ჩატარდა
მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა,რომელშიც მონაწილეობა დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა ორგანიზაციის, სამსახურებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა და მოხალისეებმა მიიღეს. აქციაში ჩაერთნენ ასევე ეკო კლუბები: ,, კირცხი და ძელქვები,",, მწვანე რეინჯერები,"ორგანიზაცია,,გაამწვანე",ხაბუმის თემის ქალთა საინიციატივო ჯგუფი,,ბილიკი,"ეკო კლუბი,,ქუარდილი,"არასამთავრობო ორგანიზაცია,, თანადგომა-1" აქცია კამპანია `,,დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში გაიმართა. საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ცენტრალური ქუჩები, სკვერები, პარკები, ადმინისტრაციული შენობებისა და სტადიონის მიმდებარე ტერიტორიები, გზებისა და მდინარის სანაპიროები. შურუბუმუს მღვიმე და ლუგელას ხეობა.დასუფთავების აქცია ჩატარდა ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში. აქციის მონაწილეები მაისურებით, პარკებითა და ხელთათმანებით საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა და ,,მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები – საქართველომ” უზრუნველყო. აქცია მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურისა და მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების კოორდინატორ თამთა ჭითანავას ორგანიზებით ჩატარდა.