ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, 23 კილომეტრის მანძილზე ასფალტირებული გზა იგება
#ჩხოროწყუ #ანგარიში2023 #საგზაოინფრასტრუქტურა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, 23 კილომეტრის მანძილზე ასფალტირებული გზა იგება.
გზის რეაბილიტაცია ქალაქ ჩხოროწყუში, ახუთში, მუხურში, ნაფიჩხოვოში, ლეწურწუმეში, კირცხსა და ქვედა ჩხოროწყუში მიმდინარეობს.
2024 წელს დაგეგმილია 15 კილომეტრი ასფალტირებული გზის დაგება კირცხში, ლესიჭინეში, ჭოღასა და ქვედა ჩხოროწყუში.
საგზაო ინფრასტრუქტურა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად მოეწყობა.