ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 1 ერთეული ახალი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 1 ერთეული ახალი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა. ავტობუსი 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლებს შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ავტობუსი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს მოემსახურება.