ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

16 დეკემბერი, 2023

#ჩხოროწყუ #ანგარიში2023 #საგანმანათლებლოინფრასტრუქტურა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და შენობის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

საგანმანათლებლო დაწესებულება 2024 წლის სექტემბერიდან შევა ექსპლუატაციაში და სოფელ ლეწურწუმეს 200 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდართებით აღჭურვილი სკოლა ექნება.

შეიძლება იყოს text გამოსახულება

გააზიარე