ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

29 ნოემბერი, 2023

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და შენობის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

საგანმანათლებლო დაწესებულება 2024 წლის სექტემბერიდან შევა ექსპლუატაციაში და სოფელ ლეწურწუმეს 200 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდართებით არჭურვილი სკოლა ექნება.

მიმდინარე სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.

ასევე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 5 ახალი სკოლა აშენდება: ქალაქ ჩხოროწყუს #1, აფხაზეთის #10, კირცხის (სარაქონის) #2 ,ნაფიჩხოვოსა და ზუმის საჯარო სკოლები.

 

გააზიარე