ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

26 ნოემბერი, 2021

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 10 მილიონ 604 ათასი ლარით განისაზღვრა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია უძღვებოდა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები განიხილეს:

  1.  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვის თაობაზე.
  2. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  3.  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ.
  4.  „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ დასამტკიცებლად მხარი დაუჭირა.

გააზიარე