ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში
12 -დან 15 თებერვლის ჩათვლით მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში. ღონისძიებაში მონაწილეობა ცამეტმა მოყვარულმა მოჭადრაკემ მიიღო. ტურნირი ჩხოროწყუს მერმა დათო გოგუამ გახსნა, ღონისძიებაში მონაწილეობა თავადაც მიიღო და წარმატებები უსურვა მონაწილეებს. პირველობა ჭადრაკში შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. პირველ ადგილზე გავიდა მარიამ აბაკელია (სოფ.კირცხი).მეორე ადგილზე გოჩა აბაკელია (სოფ.კირცხი). მესამე ადგილი რუსლან ქარჩავამ დაიკავა (ქალაქი ჩხოროწყუ) გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის დიპლომები და ფულადი პრიზით დაჯილდოვდნენ.