ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერის მოადგილე ვალერი თოდუა,საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები განიხილეს. აღინიშნა, რომ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სტიქიით დაზარალებულ 167-ვე ოჯახს შესაბამისი დახმარება გაეწევა. უახლოეს დღეებში დაიწყება დაზარალებული ოჯახებისთვის თანხის გადარიცხვა. გათვალისწინებულია ასევე ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე 2 მრავალბინიანი კორპუსის გადახურვა. შეგახსენებთ, რომ 5-6 თებერვალს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. საცხოვრებელ სახლებს გადახადა სახურავი. დააზიანა ელექტრო ბოძები და სადენები. წააქცია ხეები. შეხვედრაზე ასევე სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.