ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

15 თებერვალი, 2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე მერის მოადგილე ვალერი თოდუა,საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე კობა ჯიქია, ქალაქ ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი ჯანო პერტაია და ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ვახტანგ ჩიტაია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები განიხილეს. აღინიშნა, რომ სტიქიით დაზარალებულ 193-ვე ოჯახს შესაბამისი დახმარება გაეწევა. გათვალისწინებულია ასევე ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე 2 მრავალბინიანი კორპუსის გადახურვა. შეგახსენებთ, რომ 5-6 თებერვალს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. საცხოვრებელ სახლებს გადახადა სახურავი. დააზიანა ელექტრო ბოძები და სადენები. წააქცია ხეები.

შეხვედრაზე ასევე სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს

 

გააზიარე