ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დღეს საბავშვო ბაღების მენეჯერებს შეხვდა

12 თებერვალი, 2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დღეს საბავშვო ბაღების მენეჯერებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე მერის მოადგილე ვალერი თოდუა , ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორი ბადრი საჯაია, ამავე დაწესებულებისა და პროფკავშირის წარმომადგენლები . მუნიციპალიტეტის მერმა მენეჯერებისგან ბაღებში არსებულ საჭიროებებზე დეტალური ინფორმაცია მიიღო და აღნიშნული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. მუნიციპალიტეტში 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ბაღები ქალაქ ჩხოროწყუსა და სოფელ ლესიჭნეში შენდება. საბავშვო ბაღების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. პროექტის ფარგლებში ქალაქში 125, ხოლო, სოფელ ლესიჭინეში 50 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობები აშენდება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია ეტაპობრივად გაგრძელდება. შეხვედრაზე სხვა საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს.

 

გააზიარე