,,ჩხოროწყუობა 2022“

23 ოქტომბერი, 2022

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი ,,ჩხოროწყუობა 2022“ ჯგუფ ,,ურსას“ გალა კონცერტით დასრულდა. ქალაქის ცენტრში სახალხო დღესასწაული მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დილიდან ქალაქის ცენტრში გაიმართა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება. მოეწყო მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები, წარმოდგენილი იყო მეგრული სამზარეულო.დაჯილდოვდნენ საპატიო ჩხოროწყუელები. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხელოვანთა ნამუშევარების გამოფენა-გაყიდვა. საქალაქო ბიბლიოთეკაში გაიმართა პოეზიის საღამო -,,შვიდფერი მუზა. “ ადგილობრივ მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტის სტუმრებთან ერთად, სახალხო სეირნობაში მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.

გააზიარე