ბიუროს სხდომა

1 თებერვალი, 2024

29 იანვარს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები :

1. ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის N22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის შესახებ.

2. ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის შესახებ.

3. ,,ლეწურწუმის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჯუმითის მე-2 ქუჩისთვის, 2020 წლის 20 ნოემბერს ტრაგიკულად დაღუპული გენრიდ წახნაკიას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით" საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის შესახებ.

საკრებულოს ბიუროს წევრებმა აღნიშნული საკითხების საკრებულოს სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

 

 

გააზიარე