ბიუროს სხდომა

4 ოქტომბერი, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილ კობა ჯიქია უძღვებოდა. ბიუროს სხდომაზე განილულიქნა შემდეგი საკითხები 1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესებისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დამტკიცების შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე. სხდომას ბიუროს წევრების გარდა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ზაზა ხორავა ესწრებოდა.
ბიუროს წევრებმა საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

 

გააზიარე