ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა ღონისძიება მიეძღვნა

1 ივნისი, 2017

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ბავშვებს სპორტულ, გასართობ და შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობის მიღება დილიდან შეეძლოთ. დაბა ჩხოროწყუს კულტურის სახლში მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა ლამაზი კონცერტი ჩაატარეს. ღონისძიება გამგეობის მხარდაჭერითა და კულტურის სამსახურის, ა.ა.ი.პ ,, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების", საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის ორგანიზებით ჩატარდა. საუკეთესო ნომრის წარმოდგენისათვის 3 საბავშვო ბაღს ფასიანი საჩუქრები გადაეცა. ბავშვთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ასევე მოსწავლეთა სახლში ჩატარებული ღონისძიება, რომელშიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების სხვადასხვა წრის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურმა ჩაატარა სპორტული ღონისძიებები. 1 ივნისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, გამგებელი დათო გოგუა და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

გააზიარე