ბაღების მენეჯერებთან სამუშაო თათბირი გაიმართა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ, მოადგილეებთან ერთად, საბავშვო ბაღების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ა(ა)იპ ,, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებისა“ და ა(ა)იპ ,,ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები. მენეჯერებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული საჭიროებები დეტალურად გააცნეს. მერმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს რეაბილიტირდება მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღი, სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 700 000 ლარით დაფინანსდება. თათბირზე ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნინო ჯომიდავამ ისაუბრა გრიპისა და წითელას ვირუსის გავრცელების კუთხით მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე. მენეჯერებს მიეცათ რეკომენდაციები პრევენციული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით, ნინო ჯომიდავამ ვაქცინაციის ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა. თათბირზე სხვა მიმდინარე საკითხებიც განიხილეს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 თებერვალს განახლდება.