,,აზრთა ფესტივალი"

6 ნოემბერი, 2023

20ნ ოქტომბერს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ასოციაცია „მერკური"-ს ორგანიზებით ,,აზრთა ფესტივალი" გაიმართა. პანელურ დისკუსიაზე- ,,ადგილობრივი თვითმმართველობის როლი გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად", ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები იღებდნენ მონაწილეობას.

პანელურ დისკუსიას მოდერატორობა გაუწია ასოციაცია ,,მერკური"-ს იურისტმა რუსუდან პაჭკორიამ.

დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ: გოგი რევია- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი, ნინო დაგარგულია- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსი, ნინო გვაგვალია- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის მენეჯერი, თამარ ჩიქავა- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

აზრთა ფესტივალის დანერგვას საქარტველოში ხელს უწყობს ასოციაცია „მერკური"-ს პარტნიორი MTU MONDO, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრის საერთაშორისო განვითარებისთვის (EstDev) ფინანსური მხარდაჭერით.

 

გააზიარე