აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება

9 ივლისი, 2019

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს. 8- ივლისს 21:30 საათიდან, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთისა და ქვედა ჩხოროწყუს ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშავდა. თერმული ნისლის ტექნოლოგიით მიმდინარე სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლები : შალვა მეტრეველი და თორნიკე თოთოსაშვილი. ღონისძიების ჩატარებას ადგილზე ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი გია ცირამუა, აგრეთვე აქტიურად იყვნენ ჩართულები მეფუტკრე ფერმერები. უსაფრთხოების დაცვის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობა წინასწარ იყო გაფრთხილებული წამლობის ჩატარების თაობაზე. მავნებლის საწინააღმდეგო კომპლექსური მოქმედებისთვის ყველა რესურსია მობილიზებული და იგი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველგან განხორციელდება. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.farosana.ge.

 

გააზიარე