ახალგაზრდული დღეები - 2018“ გრძელდება
23 აგვისტოს, სოფელ მუხურში, ხობისწყლის ხეობაში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა ტურნირი (წყალჭიდში) ,,მენჩურუა 2018",რომელშიც ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად ძალები მოსინჯეს მუნიციპალიტეტის სტუმრებმაც. შეჯიბრება გაიმართა 4 წონით კატეგორიაში ,სადაც ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა : 60-70 კგ. პირველი ადგილი ბენიამინ ლემონჯავამ მოიპოვა. (ს.ზუმი).მეორე ადგილი - ლაშა თოლორდავამ (ს.მუხური). ხოლო მესამე ადგილი - ჯოლოხავა ლუკამ (მუხური). 70-80 კგ. კატეგორიაში პირველ ადგილზე აკაკი გოგუა გავიდა, (დ.ჩხოროწყუ) მეორე ადგილზე- დიმა ლემონჯავა (ს.ზუმი).ხოლო, მესამეზე - მიშო კვარაცხელია (ს.მუხური). 80-90 კგ.კატეგორიაში პირველი ადგილი ჯაბა ფირცხელავამ მოიპოვა. (ს.ზუმი), მეორე ემზარ ცირამუამ. (ს.მუხური) მესამე ადგილზე გიორგი კვარაცხელია გავიდა.(ს.მუხური) . 90 + კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელი ლევან ლემონჯავა გახდა. (ს.ზუმი). მეორე ადგილის ბექა ჩიქოვანი (ს.მუხური).მესამეზე კი გიზო ბერულავა გავიდა. (ს.თაია). სოფელ მუხურში ჩატარდა, ასევე, ახალგაზრდული ჩემპიონატი პლაჟის ფრენბურთში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 16 მა გუნდმა. ძალიან საინტერესო, ემოციური, დაძაბული თამაშების შედეგად გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები : პირველ ადგილზე გავიდა სოფელ ზუმის გუნდი,მეორე ადგილზე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის გუნდი,ხოლო მესამე ადგილი დაიკავა სოფელ მუხურის გუნდმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ და გამარჯვებულები დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა. სპორტული ღონისძიებების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდული დღეების ფარგლებში, დაბის ცენტრში, ადგილობრივი ახალგაზრდული ბენდის კონცერტი ჩატარდა. ,,ახალგაზრდული დღეები - 2018“ 27 აგვისტოს დასრულდება.