აგვისტოს ომში დაღუპულ კობა წურწუმიას ხსოვნას პატივი მიაგეს

8 აგვისტო, 2018

დღეს 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის - კობა წურწუმიას საფლავი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ, მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დაღუპულის ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილე გუნდების წევრებმა. კობა წურწუმია 2008 წლის 7 აგვისტოდან რუსეთ – საქართველოს ომის წინა ხაზზე იბრძოდა. 9 აგვისტოს ,საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა. კობა წურწუმია მშობლიურ სოფელში, ლეწურწუმეშია დაკრძალული. მის ოჯახს მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოუყო ერთდროული ფულადი დახმარება 1500 ლარის ოდენობით.

გააზიარე