ადიდებული მდინარეები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა ჩხოროწყუში

12 ივნისი, 2017

დღეს დილით მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ზიანი მიაყენა. ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები და ღელეები. ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები.დატბორილია სათესი ყანები, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და ეზოები. დახოცილია შინაური ფრინველი. სოფელ ნაკიანში,რამდენიმე ადგილას ჩამოწოლილია მეწყერი, რის გამოც სოფლის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეიზღუდა .ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. მდინარე ,,ზანას" ადიდების გამო მწყობრიდანაა გამოსული ჩხოროწყუ-ახუთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი. ამ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია. ავარიული დაზიანების გამო ამ დროისთვის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აბონენტებს ელექტოენერგია არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,რომლის დასრულებისთანავე მისი მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. გამგებელი დათო გოგუა ,შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად,ამ დრომდე იმყოფება სტიქიის ადგილებში და ეცნობა მუნიციპალიტეტში შექმნილ ვითარებას. გამგეობის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე: 599 85 65 77; 599 85 66 07;

გააზიარე