ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტომ საინფორმაციო შეხვედრა გამართა
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ , პროექტ „სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ასოცირების შესახებ შეთანხმების 21-ე თავით გათვალისწინებული საკითხებისა და მისი თანამდევი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების 2014 -2021 წლების სტრატეგიის შესახებ, ასევე ყურადღება გამახვილდა მმართველობაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის მნიშვნელობაზე, შესრულებულ პოექტებზე, საქართველოს რეგიონული განვითარების ახალ პროგრამაზე. პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - ,,რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე’’ შესახებ, რომელიც ხორციელდება GIZ-ის პროექტის „მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“ ფინანსური მხარდაჭერით.