9 აპრილი

11 April, 2022

33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან...

1998 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათასობით მოქალაქე მოიწამლა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან, 2 წლის შემდეგ,1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.

#მადლობათავისუფლებისთვის

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმიამ, თავმჯდომარის მოადგილე დავით შენგელიამ, საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " თავმჯდომარე რამაზ გულუამ, ფრაქცია ,,გახარია- საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ტარიელ შენგელიამ ფრაქციების სხვა მოადგილეებთან და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად გვირგვინით შეამკეს საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტი. შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და სანთლები დაუნთეს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ნათელ ხსოვნას .

#მადლობათავისუფლებისთვის

+12

გააზიარე