7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს.
გლოვის დღესთან დაკავშირებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.