26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

29 May, 2017

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გრანდიუზული ღონისძიებით სოფელ ახუთში აღინიშნა. სიმბოლურად ამ დღეს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დედულეთში, მისის სახელობის სკვერი გაიხსნა, სადაც მოქანდაკე დემურ ანთიას მიერ შექმნილი გმირის ბიუსტი დაიდგა. ღონისძიება გახსნა და შეკრებილებს მიესალმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა. მუნიციპალიტეტის გამგებელი და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრები,ამოსული სტუმრები, მათ შორის მერაბ კოსტავას თანაკლასელი და თანამებროლები. შეკრებილებმა ისაუბრეს ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, ეროვნულ გამათავისუფლებელ ბრძოლის დღეებზე, გაიხსენეს ყველა ვინც თავი შესწირა თავისუფლებას და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.სოფლის ცენტრში ღია ცის ქვეშ გაიმართა კონცერტი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქორეოგრაფიული, ხალხური და ვოკალური ჯგუფები.სოფელ ახუთში მიმდინარე ღონისძიების პარალელურად დაბის პარკში აფხაზეთის N10 და დაბის N1 საჯარო სკოლების ორგანიზატორობით პროექტის,,მე რუსთაველის ქვეყნიდან ვა ,, მოეწყო ვეფხისტყაოსნის კითხვის დღე". დაბაში დარიგდა ბუკლეტები. ამ დღესთან დაკავშირებთ გაიმართა სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები.

 
გააზიარე