17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე

17 May, 2024

დღეს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ჩხოროწყუს დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა, რომელსაც მრევლთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ და მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცეს.

 

გააზიარე