102 წლის ვეტერან შალვა შენგელიას ღირსების ორდენი გადასცეს

22 May, 2018

დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იოსებ თორიამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერ თოდუამ, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა კახა შელიამ , სოფელ ჭოღის მაჟორიტარმა დეპუტატმა შოთა შენგელიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღაში მცხვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 102 წლის შალვა შენგელიას საქართველოს პრეზიდენტის ღირსების ორდენი გადასცეს ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

გააზიარე