დღეს ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრალურ სკვერში პოეტ ლაშა გახარიას ბიუსტი გაიხსნა

11 ოქტომბერი, 2024

დღეს ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრალურ სკვერში პოეტ ლაშა გახარიას ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლაშა გახარიას ოჯახის წევრებთან ერთად გახსნეს. ასევე, დღეს, ლაშა გახარიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, სოფელ მუხურში, პოეტის სახლ-მუზეუმში ,,ლაშაობა“ გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა ასევე მუხურის საჯარო სკოლაში. ,,ლაშაობა“ სოფელ მუხურში, ტრადიციულად, პოეტის დაბადების დღეს, ყოველი წლის 11 ოქტომბერს ტარდება. ,,ლაშაობას“ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები, პოეტები და მისი პოეზიის თაყვანიმცემლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ვრცლად ისაუბრეს ლაშა გახარიას შემოქმედებაზე, წაიკითხეს პოეტის ლექსები. დღეს ლაშა გახარიას 77 წელი შეუსრულდებოდა. პოეტი ლაშა გახარია დაიბადა 1947 წელს სოფელ მუხურში, ის ლექსებს წერდა როგორც ქართულ, ისე მეგრულ ენაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2003 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული „მუზის პაუზა“. მძიმე სენით დაავადებული პოეტი 2004 წელს გარდაიცვალა.

 

გააზიარე