დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სოფელ ჭოღაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

7 ივნისი, 2024

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სოფელ ჭოღაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სოფელ ჭოღაში, ლექობალეს უბანში 4-კილომეტრიანი ასფალტირებული გზის დაგება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს ,,მაგნისტაუ ინფრასტრუქტურა სტროი-1-ის“ ფილიალი საქართველოში ახორციელებს. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 282 500 ლარს შეადგენს.

გააზიარე