ჩხოროწყუს მუნიციპალიპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

20 თებერვალი, 2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში ხორციელდება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეწყობა სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი ჯებირები, სახიდე გადასასვლელები. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან და მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროს თეიმურაზ მალანიასთან ერთად სამუშაოების მწარმოებლებს შეხვდა და მიმდინარე პროექტები დეტალურად განიხილა. მერმა მათ სამუშაოების ხარისხიანი და დროული შესრულება დაავალა. სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

გააზიარე