სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ჩხოროწყუს ახალგაზრდული სათათბიროს წარმომადგენლებს შეხვდა
მოქალაქებთან გამართული ინდივიდუალური შეხვედრის შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ჩხოროწყუს ახალგაზრდული სათათბიროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა გიორგი გუგუჩიას მუნიციპალიტეტში არსებული ახალგაზრდული საჭიროებები გააცნეს, სახელმწიფო რწმუნებულმა სათათბიროს წევრებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა.