მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა
მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა. დათო გოგუამ ადგილობრივების განცხადებები განიხილა და შესაბამის სამსახურებს მოსახლეობის საჭიროებებზე დროული რეაგირება დაავალა. განცხადებები ძირითადად ჯანდაცვის, სოციალურ და საგზაო ინფრასტრუქტურის მოგვარების საკითხებს შეეხებოდა. შეგახსენებთ, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეებია სამშაბათი და პარასკევი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ის მოქალაქეებს ყოველდღიურად ღებულობს.