შეხვედრა სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის წარმომადგენლებთან

15 მარტი, 2024

დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ჯგუფის უფროსი შალვა მეტრეველი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. შეხვედრაზე აღინიშნა,რომ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა აუცილებელია. ისაუბრეს ასევე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს მიმდინარე წელსაც გეგმის მიხედვით, რამდენიმე ეტაპად განახორციელებს. პირველ ეტაპზე განხორციელდება მავნებლის მონიტორინგი, შემდეგ კი, შედეგების გათვალისწინებით განთავსდება სპეციალური სადგურები და საჭიროებისამებრ ჩატარდება წამლობა.

 

გააზიარე