ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღაში, მეორე ჭოღაში, მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა

1 თებერვალი, 2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღაში, მეორე ჭოღაში, მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სახელმწოფო ბიუჯეტიდან 1 130 000 ლარით დაფინანსდა. ხიდის სიგრძე 55, ხოლო სიგანე 10 მეტრია. ხიდზე მოეწყო ასევე განათება. დასრულებულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ჯუმბერ იზორია გაეცნენ. მიმდინარე წელს საავტომობილო ხიდები ასევე ჭვილიშსა და გარახაში აშენდება.

 

გააზიარე