ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

6 თებერვალი, 2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ათეულობით საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი. დააზიანა ელექტრო ბოძები და სადენები. წააქცია ხეები. მთელი ღამე სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად და გაწმენდით სამუშაოებს ხელმძღვანელობდა. ასევე, დაზარალებულ ოჯახებში მუნიციპალიტეტის მერთან და პირველ მოადგილესთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია იმყოფება. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. ადმინისტრაციულ ერთეულების უმრავლესობას არ მიეწოდება ელეტროენერგია. მოსახლეობას არ მიეწოდება ასევე სასმელი წყალი. სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

 

გააზიარე