საზეიმო საღმრთო ლიტურგია მრევლთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი დაესწრო

8 თებერვალი, 2024

დღეს, 8 თებერვალს, საქართველოს წმიდა კეთილმსახური მეფის - დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ჩხოროწყუს წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრში სენაკისა და ჩხოროწყუს და სხვა ეპარქიათა სასულიერო პირების თანამსახურებით საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

საზეიმო საღმრთო ლიტურგიას მრევლთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და ქალაქ ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი ჯანო პერტაია დაესწრნენ და მრევლს დავითობა მიულოცეს.

 

გააზიარე