გენდერული თანასწორობის საბჭოს შეხვედრა
მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საკრებულოს აპარატის უფროსთან დიმონ არახამიასთან ერთად ახუთის N1 საჯარო სკოლას სტუმრობდნენ. შეხვედრას სკოლის დირექტორი სულხან ჯიჯელავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და უფროს კლასელები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ისაუბრეს განხორციელებულ რეფორმებზე, ქვეყანაში არსებულ სტატისტიკაზე და დაზარალებულთა საჭიროებაზე მორგებულ მიდგომებზე.
,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ფორმებზე, ძალადობის პრევენციასა და საზოგადოების თითოეული წევრის როლზე, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დღევანდელი აქტივობა გახლდათ კიდევ ერთი გზავნილი ფართო საზოგადოებაში, რომ დემოკრატიულ თანასწორობაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში მიუღებელია ძალადობა.
ყველა თანასწორუფლებიანია!
#აიმაღლეხმაძალადობისწინააღმდეგ!