დღეს მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

20 ნოემბერი, 2023

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა.

შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და ინფრასტრუქტურის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მლანია ესწრებოდნენ.

დათო გოგუამ ადგილობრივების განცხადებები განიხილა და შესაბამის სამსახურებს მოსახლეობის საჭიროებებზე დროული რეაგირება დაავალა.

განცხადებები ძირითადად ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს შეეხებოდა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეებია სამშაბათი და პარასკევი, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ის ადგილობრივებს ყოველდღიურად ღებულობს.

 

გააზიარე