ჩხოროწყუს ბონდო პაპასკირის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

21 ნოემბერი, 2023

ჩხოროწყუს ბონდო პაპასკირის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ჩხოროწყუს ,,სამეგრელოსა“ და შპს საფეხბურთო კლუბ ,,დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში ჩხოროწყუს, სენაკის, ჩოხატაურისა და მესტიის მუნიციპალიტეტების გუნდები ღებულობდნენ მონაწილეობას. ,,ჩხოროწყუს სამეგრელოსა“ და შპს საფეხბურთო კლუბ ,,დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ფეხბურთის პოპულარიზაციის მიზნით, მუნიციპალიტეტში 6-დან 12 წლამდე ასაკობრივი გუნდები ჩამოყალიბდა, რომლებიც გადიან სრულფასოვან საწვრთნელ პროცესებს. ასევე, გადამზადდნენ ასაკობრივი გუნდების მწვრთნელები. წარჩინებულ ფეხბურთელებს „დინამოს“ აკადემიაში დაწინაურების საშუალება აქვთ. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ტალანტების მოძიებას, მწვრთნელების გადამზადებას, ფეხბურთელების სტაჟირებას დინამოს აკადემიაში, რეგიონული ტურნირებისა და ფესტივალების ორგანიზებას. ფესტივალი დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლასა და ჩხოროწყუს ,,სამეგრელოს“ ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა. ფესტივალის მონაწილეებს დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლისგან სპორტული ფორმები გადაეცათ. ფესტივალს სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლის დირექტორი ლევან გვანცელაძე, პროექტის მენეჯერი გია ისიანი ,რეგიონალური კოორდინატორი თენგიზ კაცია და ჩხოროწყუს ,,სამეგრელოს“ ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 

გააზიარე