დღეს ისტორიული მუზეუმის დარბაზში მუნიციპალიტეტის პირველობა ნარდში გაიმართა
დღეს ისტორიული მუზეუმის დარბაზში მუნიციპალიტეტის პირველობა ნარდში გაიმართა.
ღონისძიება მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
პირველი ადგილი - დავით დანელიამ (ქ.ჩხოროწყუ) დაიკავა. მეორე - დიმიტრი გოგუამ, (სოფ.ნაფიჩხოვო) ხოლო, მესამე ადგილზე ზვიად კვარაცხელია (ქ.ჩხოროწყუ) გავიდა.
გამარჯვებულები მერის პირველმა მოადგილე ვალერი თოდუამ დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.