დღეს ქალაქ ჩხოროწყუში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი - "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო" ჩამოაბრძანეს
დღეს ქალაქ ჩხოროწყუში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი - "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო" ჩამოაბრძანეს, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ეპარქიაში მოგზაურობს.
ღვთისმშობლის ხატის დახვედრის შემდგომ ჩხოროწყუს საკათედრო ტაძარში სავედრებელი პარაკლისი შესრულდა.
მრევლთან ერთად ხატს დახვდნენ და პარაკლისს დაესწრნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩოქოვანი.
ხატის მოლოცვის შესაძლებლობა მორწმუნეებს 29 ოქტომბრის 13:00 საათამდე ექნებათ, შემდეგ კი ხატი ქალაქ სენაკში გადაბრძანდება.