ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი დღეს ვარდისფერი ოქტომბრის ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების კამპანიას შეუერთდა

27 ოქტომბერი, 2023

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი დღეს ვარდისფერი ოქტომბრის ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების კამპანიას შეუერთდა.

,, ბრეს საქართველოს“ ინიციატივით, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიება კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

ღონისძიების მიზანია სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, თვითშემოწმებისა და სასკრინინგო კვლევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა მიიღეს.

ცოცხალ ჯაჭვსა და მარათონში ჩაერთვნენ ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის, სამსახურისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

 

გააზიარე