ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ,,ბრეს საქართველო ს” აღმასრულებელ დირექტორ ჟანა ბაბუნაშვილს შეხვდა

8 ნოემბერი, 2023

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა საკრებულოს თავმჯდომარესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ,,ბრეს საქართველო ს” აღმასრულებელ დირექტორ ჟანა ბაბუნაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე მერიის მიერ მხარდაჭერილი პროექტები განიხილეს. ჟანა ბაბუნაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და არსებულ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

,,ბრეს საქართველოს“ სპეციალიზებული, ოჯახის ტიპის სახლები ქუთაისში, თელავსა და ჩხოროწყუში ფუნქციონირებს, ასევე ჩხოროწყუში შექმნილია დღის ცენტრი და რეაბილიტაცა- აბილიტაციის ცენტრი მძიმე და ღრმა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს შესაბამისი საჭიროებოის მქონე ბავშვების განვითარებასა და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

ცენტრი ემსახურება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვს. პროექტი მუნიციპალიტეტში მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

გააზიარე