სოფელ კირცხში, საჯიქიოსა ად ნაშელუს უბნებში გზის 4 კმ- იანი მონაკვეთი ასფალტის საფარით რეაბილიტირდება
სოფელ კირცხში, საჯიქიოსა ად ნაშელუს უბნებში გზის 4 კმ- იანი მონაკვეთი ასფალტის საფარით რეაბილიტირდება.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გზის ქვა-ღორღითა და ბალასტით დამუშავება, რომლის დასრულებისთანავე, ასფალტის პირველი ფენის დაგება დაიწყება.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 905 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს შპს ,,საგზაო“ ასრულებს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი კახა ფირცხელავა ადგილზე გაეცნენ.