ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
ადიდდა მდინარეები და ღელეები, დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, ქუჩები, ეზოები, ყანები, თხილნარი. ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები. შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა შესაბამის სამსახურებთან ერთად იმყოფება. შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა.