მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

15 სექტემბერი, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა,მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და საგანმანათლებლო რესურცენტრის წარმომადგენლებთან ერთად სასწავლო წლის დაწყება მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.

სწავლა მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში განახლდა. სკოლებში მიმდინარე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 სკოლა პირველ, ხოლო 5 მეორე ცვლაში აგრძელებს სასწავლო პროცესს.

წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 260 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმწიფოსაგან სასკოლო სახელმძღვანელოები, პირველკლასელებს ახალი სასწავლო წიგნების სრული კომპლექტი და პორტატული კომპიუტერები გადაეცათ. მოსწავლეებს ემსახურება ასევე სასკოლო ტრანსპორტი.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში წელს 5 ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება. დაწყებულია ასევე ლეწურწუმეს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

 

გააზიარე