დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

12 ივლისი, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დავით გახარია. სამუშაო შეხვედრაზე 11 ივლისის სტიქიის შედეგებსა და პრევენციაზე ისაუბრეს, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, სახნავ-სათესი სავარგულები, ქუჩები, ასევე სოფლებისა და ქალაქის ტერიტორიაზე ცალკეული უბნები. ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები. უკვე იდენტიფიცირებულია პრობლემა და ადგილობრივი მთავრობისა და ცენტრალური ხელისუფლების, შესაბამისი უწყებებისა კოორდინირებული მუშაობის შედეგად მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოფა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო თანხები. მერმა ადმინისტრაციული ერთულების ხელმძღვანელებისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია სოფლებში ამ დროისთვის არსებულ საჭიროებებზე და შესაბამის სამსახურებს აღდგენითი სამუშაოების დროულად განხორციელება დაავალა. დავით გახარიამ მერის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამების შესახებ. პროგრამის ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის განათლების ცენტრი ქალ ფერმერებს მიწის ანალიზის საფასურს დაუფინანსებს. დათო გახარიამ შეხვედრაზე დააანონსა ასევე, რომ 18 ივლისს, 11:00 საათზე, სოფელ მუხურში, მეფუტკრეობის ცენტრში მეფუტკრე ფერმერებისთვის ჩატარდება ტრენინგი თემაზე - ,,საფუტკრეში სეზონური სამუშაოები“. ტრენინგს მეფუტკრეთა ასოციაცია ჩაატარებს. შეხვედრაზე ასევე სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.

 

გააზიარე