ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის - ზოოლოგიის ინსტიტუტი, ბიოსპელეოლოგების ჯგუფი უცხოელ სტუმრებთან ერთად მუნიციპალიტეტს 3 დღით სტუმრობდა

20 ივნისი, 2023

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის - ზოოლოგიის ინსტიტუტი, ბიოსპელეოლოგების ჯგუფი უცხოელ სტუმრებთან ერთად მუნიციპალიტეტს 3 დღით სტუმრობდა. ისინი 2013 წლიდან სწავლობენ ჩხოროწყუს მღვიმეებს. ამ ეტაპზე აღმოჩენილი ჰყავთ მღვიმური უხერხემლო ცხოველთა ორი სახეობა, რომელსაც მხოლოდ შურუბუმუსა და გარახის მღვიმეებში შეხვდებით. ჩხოროწყუში მდებარე მღვიმეებში ასევე აღმოჩენილი ჰყავთ უხერხემლო ცხოველთა რამდენიმე სახეობა, რომელთა შესახებაც უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება პუბლიკაციები. აღსანიშნავია, რომ იტალიელ მეცნიერებთან ერთად პირველად ხირციელდება მინიატურულ მოლეკულურ კვლევის ლაბორატორია, რომლითაც შესაძლებელია საველე პირობებში და ასევე მღვიმეში მოხდეს მღვიმური ცხოველების მოლეკულური შესწავლა. აღნიშნული მოლეკულური კვლევების პირველი ნაწილი განხორციელდება ლეწურწუმეს მღვიმეში, ხოლო მეორე ნაწილი ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. სტუმრების პატივსაცემად და მათთვის ქართული ფოლკლორის გაცნობის მიზნით, დღეს ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ჩხოროწყუ“ ისტორიულ მუზეუმში კონცერტი გამართა. კონცერტს მუნიციპალიტეტის მერ დათო გოგუასთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის - ზოოლოგიის ინსტიტუტის, ბიოსპელეოლოგიის განყოფილების წარმომადგენლები, ჩეხი, სლოვაკი, ფრანგი, იტალიელი და სერბი მეცნიერები დაესწრნენ.

 

გააზიარე