დღეს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრების“ წარმომამდგენლებმა შუალედური სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს

18 April, 2023

დღეს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრების“ წარმომამდგენლებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პროექტის - ,,სამეგრელოს მხარის სათემო ტყის მართვის საკითხების შესწავლა“ განხილვის მიზნით მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან შუალედური სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს. პროექტის განხილვა დაინტერესებული პირებისა და ექსპერტების ჩართულობით გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის მოადგილე ვალერი თოდუა ესწრებოდნენ. პროექტის მიზანია,სათემო ტყეებიის მნიშვნელობა და საქართველოში ასეთი მმართველობის დანერგვის შედეგების იდენტიფიცირება სამეგრელოს მხარის კონკრეტული მაგალითით. კომუნალური ტყეების ირგვლივ არსებული ვითარების შესწავლა და ანალიზი, რათა საფუძველი ჩაუყაროს სამომავლო სათემო ტყეების მართვას (CFM) საქართველოს კონკრეტულ რეგიონში - სამეგრელო. კვლევის ჩატარება ადვოკატირების საქმიანობის შესავსებად და სათემო ტყეების მნიშვნელობის წარმოსაჩენად და რატომ არის ის საჭირო საქართველოში პროექტს ა(ა)იპ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები -საქართველო ახორციელებს.

გააზიარე